დილის საუბრები | ლაშა ძებისაშვილი

59 Views
Published
5 აგვისტოს "დილის საუბრებში":
????"ცინიკური და ტერორიზმის გათვლილი აქტი" უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქში ქალაქ ტორეცკის ავტობუსის გაჩერებაზე რუსეთის დარტყმას, რომელსაც რვა ადამიანი ემსხვერპლა.
უკრაინის პრეზიდენტის ხუთშაბათის ვიდეომიმართვის ერთ-ერთი მთავარი თემა "ამნესტი ინტერნეიშენალის" ბოლო ანგარიში იყო უკრაინაზე, რომელშიც უკრაინის ხელისუფლება გაკრიტიკებულია იმის გამო, რომ სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებში და რომ დასახლებული პუნქტებიდან აწარმოებს რუსებზე თავდასხმებს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ "ამნესტი ინტერნეიშენალი" "ტერორისტული სახელმწიფოს ამნისტირებასა და პასუხისმგებლობის აგრესორიდან მსხვერპლზე გადატანას ცდილობს".
????ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„ამ კონფლიქტში ნატოს აქვს ორი ამოცანა: უკრაინის მხარდაჭერა და ამ კონფლიქტის ნატოსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის პრევენცია".
????დღეს სოჭში რეჯეპ ტაიპ ერდოანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგება:
“მიმდინარე რეგიონული და გლობალური საკითხები, აგრეთვე - თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები იქნება განხილული პრეზიდენტ ერდოანისა და მისი რუსი კოლეგის მიერ“ - ასე მშრალად იუწყება თურქეთის პრეზიდენტის საიტი დღეს სოჭში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგზე.
პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ არ იქნება პრესკონფერენცია, თურქეთის მხარის დროში შეზღუდულობის გამო.
????სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს: "თუ სამმხრივ რუსულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ფორმატში მთიან ყარაბაღში მდებარე დაშორიშორების ხაზის უსაფრთხოება ვერ იქნება უზრუნველყოფილი, უნდა ვიფიქროთ დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზე".
????რა არის დღეს საქართველოს უსაფრთხოების პირველი რიგის გამოწვევები და მყისიერად გადასადგმელი ნაბიჯები? რა რესურსი აქვს ქვეყანას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილებების დროულად მიღება?
ჩვენს სტუმართან და თქვენთან ერთად ვისაუბრებთ ამ თემებზე. ლაშა ძებისაშვილი, "საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი იქნება რადიო თავისუფლების სტუდიის სტუმარი დღეს.
???? მოგვწერეთ აქ და დაგვირეკეთ ეთერში ნომერზე 2 988 327.
ჩვენი გადაცემების ყურება შეგიძლიათ "დილის საუბრების" და რადიო თავისუფლების ფეისბუკის საიტებზე და მოსმენა - რადიო "პალიტრის" სიხშირეზე - fm103.9.
Category
Moldova
Commenting disabled.