დილის საუბრები | ვახტანგ კაპანაძე

62 Views
Published
6 ივნისს "დილის საუბრებში":
???? ვოლოდიმირ ზელენსკი 5 ივნისს ფრონტის ხაზზე - ლისიჩანსკსა (ლუგანსკის ოლქი) და სოლედარში (დონეცკის ოლქი) იმყოფებოდა და სამხედროებს შეხვდა.
???? სევეროდონეცკიდან ადამიანების ევაკუაცია ამ დროისთვის შეუძლებელია, აცხადებს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერჰიი გაიდაი:
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევეროდონეცკის ნახევარი გაწმინდეს რუსებისგან. კადიროველებიც კი წერენ მიმართვას, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ისინი კონტროლს ისევ ხელში აიღებენ უმოკლეს დროში.
შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში რუსები შეეცდებიან ლუგანსკის მიწასთან გასწორებას. მათ სხვა ტაქტიკა არ გააჩნიათ, არ იციან სხვაგვარად ბრძოლა“.
???? რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის განადგურებას. კვირას კიევში, "დარნიცის" ვაგონშემკეთებელ ქარხანას 4 რაკეტა ესროლეს. დაიჭრა ერთი ადამიანი.
???? უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საპოროჟიის ოლქში ჩავიდა. ის შეხვდა დევნილებს. თათბირი გამართა ზაპოროჟიის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციასთან, რომლის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სტარუხმა პრეზიდენტს მოახსენა, რომ რეგიონის თითქმის 60% არის დროებით ოკუპირებული რუსეთის არმიის მიერ და რომ ზოგიერთ არეალში მიმდინარეობს ბრძოლა. ზაპოროჟიის ოლქის 77 დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა.
???? მორიგი მუქარა კრემლიდან - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შორი რადიუსის რაკეტების მიწოდების გამო აფრთხილებს დასავლეთს:
"თუკი ისინი მიაწოდებენ და მიაწოდებენ შორი მანძილის რაკეტებს, ჩვენ აქედან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ და მივმართავთ ჩვენს გამანადგურებელ შესაძლებლობებს, რომლებიც საკმარისად გვაქვს იმისთვის, რომ დარტყმები განვახორციელოთ იმ ობიექტებზე, რომლებსაც ჯერ არ ვურტყამთ“.
???? ბულგარეთმა, ჩრილოეთმა მაკედონიამ და მონტენეგრომ ცა დაუხურეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თვითმფრინავს. ეს განხორციელდა მინისტრის ბელგრადში ვიზიტის წინ, რომელიც 6-7 ივნისს უნდა გაიმართოს - იუწყება სერბეთში გამომავალი "ვეჩერნიე ნოვოსტი".
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ორშაბათს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ბელგრადში ვიზიტის გაუქმებაზე განცხადებას გააკეთებს.
???? საკმარისი იარაღის მოლოდინში - მძიმე ივნისი...
ჩვენი სტუმარი იქნება ვახტანგ კაპანაძე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ – მაიორი (გადამდგარი), გენერალური შტაბის უფროსი\თავდაცვის უფროსი 2013-2016 წლებში, საქართველოს ყოფილი სამხედრო წარმომადგენელი ნატო-სა და ევროკავშირში, "ჯეოქეისის" მრჩეველი.
???? მოგვწერეთ აქ და დაგვირეკეთ ეთერში ნომერზე 2 988 327.
ჩვენი გადაცემების ყურება შეგიძლიათ "დილის საუბრების" და რადიო თავისუფლების ფეისბუკის საიტებზე და მოსმენა - რადიო "პალიტრის" სიხშირეზე - fm103.9
Category
Moldova
Commenting disabled.