დილის საუბრები | ხათუნა სამნიძე, ანა ბუჩუკური

65 Views
Published
8 ივლისს "დილის საუბრებში":
???? "მაშინაც კი, როცა ზოგჯერ რაღაცები შავად გეჩვენება, სინამდვილეში, ჩვენ საერთო, ოქროს მომავალი გვაქვს" - განაცხადა ბორის ჯონსონმა პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებისას. მისი მიმართვის ერთი მონაკვეთი უკრაინას ეძღვნებოდა:
"ნება მომეცით, ვუთხრა უკრაინის ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ - გაერთიანებულ სამეფოში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება".
???? ბორის ჯონსონს 7 ივლისს ტელეფონით ესაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკი: "ჩემი მთელი ადმინისტრაცია და ყველა უკრაინელი მადლიერია შენი, დახმარებისთვის. ეჭვი არ გვეპარება, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა შენარჩუნდება, თუმცა შენმა პერსონალურმა ლიდერობამ და ქარიზმამ ის განსაკუთრებული გახადა".
???? დღეიდან ზელენსკი არგძელებს დასავლეთის პარლამენტებისადმი მიმართვებს და ამჯერად სლოვენიის პარლამენტის წინაშე წარდგება.
ხუთშაბათს კიევში იმყოფებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები: ლინდსი გრემი და რიჩარდ ბლუმენთალი.
???? ვლადიმირ პუტინი დუმის ლიდერებს შეხვდა მათთან დიდხანს ილაპარაკა იმაზე, რისი თქმაც დასავლეთისა და დასავლეთისკენ გეზის მქონეთათვის უნდოდა. ერთ-ერთი მთავარი სათქმელი მუქარა იყო:
"ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს სურს "ბოლო უკრაინელამდე" გვეომოს. უკრაინელი ხალხისთვის ეს ტრაგედიაა, მაგრამ ჩანს, ყველაფერი აქეთ მიდის. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, დიდი ანგარიშით, ჯერ არც არაფერი დაგვიწყია".
???? საქართველოში ჯერჯერობით ამოუხსნელ ამოცანად რჩება - როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ ჩამოწერილი პრიორიტეტები წლის ბოლომდე. არაერთგვაროვანი მიდგომებია საკუთრივ ოპოზიციაშიც.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი გუშინ მივიდა პარლამენტის სპკიკერთამ შეხვედრაზე, ნაწილმა ეს აზრსმოკლებულად ან ხელისუფლების მიერ დადგენილ დღის წესრიგში შეყოლად ჩათვალა.
ამას წინ უძღოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ გამოთქმული წინადადება, თუ, გნებავთ, პირობა - ირაკლი კობახიძის შეფასებით თავად ევროკავშირის დადებითი გადაწყვეტილება მოიტანდა პოლარიზაციის შემცირებას:
"დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.
ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე".
???? ჩვენ ამ თემებზე საუბარს გავარძელებთ სტუმრებთან და თქვენთან ერთად. სტუდიაში იქნებიან:
1. ხათუნა სამნიძე, ფრაქცია "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი
2. ანა ბუჩუკური, პარლამენტის ადამიანის უფლებებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი
???? მოგვწერეთ აქ და დაგვირეკეთ ეთერში ნომერზე 2 988 327.
ჩვენი გადაცემების ყურება შეგიძლიათ "დილის საუბრების" და რადიო თავისუფლების ფეისბუკის საიტებზე და მოსმენა - რადიო "პალიტრის" სიხშირეზე - fm103.9.
Category
Moldova
Commenting disabled.